ტურისტების რაოდენობა ყაზახეთიდან საქართველოში ყოველ წელს იზრდება – პრემიერი

ტურისტების რაოდენობა ყაზახეთიდან საქართველოში ყოველ წელს იზრდება – პრემიერი

ჩვენ ყაზახეთთან გვაქვს მჭიდრო, სტრატეგიული თანამშრომლობა და ურთიერთობა, მეგობრობა, რომელიც გამყარებულია ორ მთავრობას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობით და ურთიერთობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახეთის პრემიერ მინისტრ ალიხან სმაილოვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყაზახეთს საქართველოში მნიშვნელოვანი ინვესტიციები აქვს განხორციელებული.

„მოგესალმებით, მე მინდა მივესალმო ჩემს ძვირფას კოლეგას და ჩემს მეგობარს, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ბატონ ალიხან სმაილოვს. ეს არის ბატონი პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში და მე მინდა ჩვენი მთავრობისა და ჩვენი ხალხის სახელით დავუდასტურო ჩვენი მადლიერება და პატივისცემა.

ჩვენ ყაზახეთთან გვაქვს მჭიდრო, სტრატეგიული თანამშრომლობა და ურთიერთობა, მეგობრობა, რომელიც გამყარებულია ორ მთავრობას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობით და ურთიერთობით.

ჩვენ გვქონდა ძალიან შინაარსიანი განხილვები. მიმოვიხილეთ მიმდინარე საკითხები, რომელიც უკავშირდება ყაზახეთს და საქართველოს. ჩვენ ასევე აღვნიშნეთ, რომ გვახარებს ის ტენდენცია, რომელიც ბოლო პერიოდში დაფიქსირდა, ვგულისხმობ ექსპორტისა და ზოგადად, სავაჭრო ბრუნვის ზრდას. ასევე მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ ტურისტების რაოდენობა ყაზახეთიდან საქართველოში ყოველ წელს იზრდება. ჩვენ ყოველთვის მოხარულები ვართ, ვიხილოთ მეტი ყაზახი ტურისტი და ინვესტორი საქართველოში.

ყაზახეთს ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები აქვს განხორციელებული და ჩვენ ყველა მიმართულებით ვთანამშრომლობთ“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები

2026 წლის 1-ელი იანვრიდან მიწების რეგისტრაცია მხოლოდ სპორადული წესით გაგრძელდება – დეტალები

2026 წლის 1-ელი იანვრიდან მიწების რეგისტრაცია მხოლოდ სპორადული წესით…

2026 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში მიწების სისტემური რეგისტრაციის უფასო პროგრამა დასრულდა და აღარ გაგრძელდება. როგორც ცნობილია, რეფორმის დასრულების თარიღად 2025 წლის…
დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა – საქსტატი

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა – საქსტატი

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. ამის შესახებ  საქსტატის 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველ სტატისტიკაში…
რა შეიცვალა 1-ელი იანვრიდან – ახალი რეგულაციები, გაზრდილი პენსიები და ჯარიმები სრულად

რა შეიცვალა 1-ელი იანვრიდან – ახალი რეგულაციები, გაზრდილი პენსიები…

2026 წლიდან საქართველოში ძალაში შედის მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები და რეგულაციები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და სამართლებრივ გარემოზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.…